-
თამუნა ბოჭორიშვილი
მუსიკალური წამყვანი
ბავშვობიდან ცელქი, მოუსვენარი, ფეხბურთელთა გუნდის “სნაიპერი”.
დღეს ცოტა დადინჯდა, უყვარს ცეკვა და სიმღერა. ტალღაზე 100.9 “პეპელა” შეარქვეს. უამრავი ახლობელი ჰყავს. რაიმე დაგჭირდათ? - აუცილებლად დაგეხმარებათ.
თუ გსურთ პატივი სცეთ, იაფად გამოხვალთ... ვაშლი მიართვით - დაგიფასებთ!
-
გიორგი ნაგელიშვილი
მუსიკალური წამყვანი
ამქვეყნად მისი მოვლენის დღეს თოფი არ გავარდნილა, რადგან ასეთი ოჯახში არ გააჩნდათ. სამაგიეროდ იყვირეს - "ბიჭია, ბიჭი!" ასე დაიბადა მოუსვენარი, მეგობრული, მომავალი ჟურნალისტი გიორგი ნაგელიშვილი. “თმაქოჩორა ბიჭს” უყვარს ოჯახი, სუფრაზე მოლხენა, მანქანა...
-
ლევან ახალაია
მუსიკალური წამყვანი
მეტსახელად “ჩიტი”! "აფანატებს" ფეხბურთს. ალესანდრო დელპიეროსთან ერთად უყვარს კითხვა, როკი, ჯაზი და, რა თქმა უნდა, კომპიუტერი. მისთვის მთავარი კი ოჯახია!
-
თამთა კვარაცხელია
მუსიკალური წამყვანი
ძალიან მხიარულია; უყვარს ფული, შესაბამისად, კომფორტი და ლამაზი ნივთები. სულ რაღაც 23 წლის ასაკში მუდმივად დიეტაზეა და გემრიელი კერძები ენატრება. საკუთარი სახელი ძალიან მოსწონს. მოსწონს ყველაფერი ფერადი. და კიდევ - სიყვარულს ელის! ოცნებობს, ცხოვრობს და რადიო 2-ის სივრცეს ალამაზებს.
-
ეკა ხოსიაშვილი
მუსიკალური წამყვანი
ქსოვს, აცხობს; უყვარს კითხვა, მუსიკა, მაგრამ სმენას უჩივის. პროფესიით ექიმი, დღეს გამოცდილი ჟურნალისტია და მუსიკით კურნავს თქვენს სულებს. იძლევა საჭირო რჩევებს, რომელსაც აუცილებლად უნდა დაუჯეროთ!
-
ჯიმი არჩვაძე
მუსიკალური წამყვანი
ჯიმი ჰქვია, მაგრამ ჰენდრიქსი არ გახლავთ. თუმცა, გიტარა მისი ცხოვრების თანამგზავრია. ეძებს მეორე ნახევარს. მშვიდობისმოყვარე რადიოწამყვანის საყვარელი ფრაზაა - "უბრალო მიზეზების გამო ჩხუბი ნუ ჩაიშლება!"
-
სანდრო ჯანგირაშვილი
მუსიკალური წამყვანი
ფოტოხელოვანი და ბუნების მოყვარული. პროფესიონალი მსახიობ-რომანტიკოსის ანკესზე, როგორც იქნა, საყვარელი გოგონა წამოეგო და კარგ ქორწილშიც მოვილხინეთ - აბაა?!
-
მანანა ხვედელიძე
რადიოს ხელმძღვანელი
“ყველაფერი კარგად იქნება”- ეს ფრაზა 14 წლის წინ თქვა და დღემდე ამ დევიზით მოდის. უყვარს ჯაზი და “გაჯაზება”. მიკროფონს ვერ თმობს და თვლის, რომ ჯერ ქართული კულტურაა მოსავლელი და მერე “მსოფლიოსაც ეშველება”. რამდენიმე წლის წინ სურვილი აისრულა და მანქანის საჭეს მიუჯდა. ასე რომ, თუ კოსმოსში აერობუსები დაინიშნა და სამგზავრო ბილეთს მისი მოკრძალებული ხელფასი ეყო, რადიო-2-ის მსმენელს კოსმოსიდან რეპორტაჟს ცოცხალ ეთერში აუცილებლად შესთავაზებს.
-
მარი ნემსაძე
ეთერის ადმინისტრატორი
ქვეყანა რომ ინგრეოდეს, მაინც იტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა. „ტანცები” უყვარს და სიყვარულს ელოდება. წესრიგი და სისუფთავე მისი ყოველდღიურობის წარმმართველია.
-
ირინე წიკლაური
მუსიკალური რედაქტორი
მეგობრები, პოლიტიკა და პრესა. ხშირად ამბობს - „მე გენეტიკურად ვარ ჭკვიანი” და ამ მოსაზრებას ძნელია არ დაეთანხმო.
ფერად-ფერადი სამოსი და თვალისმომჭრელი აქსესუარები მისი ბუნების განმსაზღვრელია.
მოკლედ -“ირინე, ჩემო ირინე...”.
-
სოფიკო მატკავა
ეთერის უფროსი ადმინისტრატორი
“სიკალული” მისი ცხოვრების აზრია! იმერელ ბიჭს ზრდის და თანაც როგორს! მხიარული, ხალისიანი და მეგობრულია. ოჯახის შემდეგ, საკუთარი “ლეპტოპი” უყვარს და ინტერნეტქსელში მოგზაურობა; არც გემრიელ კერძებზე ამბობს უარს.
|
|